ნებისმიერს დაამარცხებს | მახაჩევმა უსმანის UFC-ში გადასვლაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლი UFC-ში გამოსასვლელად მზადაა.
მახაჩევის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ უსმანი რომელიმე მოქმედ მებრძოლს ჩამოუვარდება. ჩემპიონმა ხაზი გაუსვა მათ მრავალწლიან ერთობლივ წვრთნებს და განაცხადა, რომ ნურმაგომედოვი ნებისმიერი დონის მეტოქისთვის უმძიმესი ბრძოლების შეთავაზებას შეძლებს.
ისლამ მახაჩევი რუსულ Ushatayka-ს ესაუბრა: „მართალი გითხრათ, მეც არ მიმაჩნია, რომ უსმანმა შეიძლება ბრძოლა ვინმესთან დათმოს. ის ნებისმიერ სპორტსმენს ძალიან მძიმე რაუნდებს ჩაუტარებს, რადგან ჩვენ ბევრი წელია ერთად ვვარჯიშობთ, ვიცი მისი პოტენციალი. ვიცი, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რომ წინ კიდევ ბევრი დროა. მე თუ მკითხავთ, მე ვამბობ, რომ ის მზადაა, მაგრამ კიდევ ცოტა დრო გავიდეს, დაასრულოს თავისი კონტრაქტი, რაც დაახლოებით ერთ წელში მოხდება და აი მაშინ იქნება უკვე იდეალური დრო''.
ისლამის გეგმით, უსმანმა ჯერ მოქმედი კონტრაქტი უნდა დაასრულოს, რასაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. მახაჩევი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ნურმაგომედოვისთვის UFC-ში გადასვლისთვის იდეალური დრო დადგება.