გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

რასინგი ცხრილში გალიდერდა - გულიაშვილი სასტარტოში იყო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 27-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერი“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ქართველ შემტევს რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია, თუმცა დამაკმაყოფილებელი მატჩი ჩაატარა.

გულიაშვილის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 10 შეხება, 4-დან 4 ზუსტი პასი, კარისკენ ორი დარტყმა - 1 ზუსტი, 1 დარტყმა დაიბლოკა, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა.

„რასინგმა“ ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა. „ბურგოსის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი ანდრეს მარინი გახდა.

გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ შემადგენლობაში მეხუთე მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია.

27 ტურის შემდეგ მისი გუნდი 50 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში დაწინაურების რეალური შანსი აქვს. „რასინგი“ მომდევნო ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, მეორეადგილოსან „კასტელონს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 28 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიტეიშვილის ტრავმა დაგვავიწყა“ - ავსტრიული მედია მამაგეიშვილს აქებს
„კიტეიშვილის ტრავმა დაგვავიწყა“ - ავსტრიული მედია მამაგეიშვილს აქებს