შტურმმა აუთსაიდერს მოუგო - მამაგეიშვილი სასტარტოში იყო და პენალტი მოიპოვა
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ლინცსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ქართველებიდან, დღევანდელ მატჩში მონაწილეობა გიზი მამაგეიშვილმა მიიღო, ოთარ კიტეიშვილმა კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
მამაგეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც 34-ე წუთზე ზუსტად ბეგანოვიჩმა შეასრულა და „შტურმი“ დააწინაურა. საბლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რითაც გრაცელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გიზი მამაგეიშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა 66-ე წუთზე შეცვალა. საგულისხმოა, რომ გიზის გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. შეხვედრის დებიუტში, მე-4 ზუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით სცადა „ლინცის“ კარის აღება, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.
მამაგეიშვილის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 32 შეხება, 19-დან 9 ზუსტი პასი, კარისკენ 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 ძელს მოხვდა, 1 წარმატებული ვარდნა, სახიფატო სიტუაციის 2 განმუხტვა, ბურთის ერთხელ დაბრუნება. მისი თამაში Sofascore-ზე 6.8 ქულით შეფასდა.
ამ გამარჯვებით, „შტურმმა“ სატურნირო ცხრილში 34 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მის კონკურენტებს მე-20 ტურის შეხვედრები ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ და შესაძლოა, რომ ცხრილში ვითარება შეიცვალოს.
გიზი მამაგეიშვილისთვის, ეს „შტურმის“ შემადგენლობაში მეორე ოფიციალური მატჩი იყო. 23 წლის ფეხბურთელმა პირველად 8 თებერვალს, „რიედის“ წინააღმდეგ 15 წუთით ითამაშა, დღეს კი სასტარტო შემადგენლობაშიც მოგვევლინა.