„პიოტრმა მასტერკლასი გვაჩვენა“ - ჯო როგანი დვალიშვილი-იანის ბრძოლაზე
ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და რუსი მებრძოლი შეაქო.
რას ამბობს როგანი:
„ჯანდაბა, ეს საოცარი მასტერკლასი იყო. როდესაც მერაბის მსგავს ბიჭთან ასეთ ბრძოლას აჩვენებ, ეს ავტომატურად ხდება მასტერკლასი. ის ყველაფერში დომინირებდა... მისი საწვრთნელი ბანაკი ჯოჯოხეთური იქნებოდა... პიოტრის ვარჯიშიდან რამდენიმე ვიდეო ვნახე და ნამდვილად ჯოჯოხეთური იყო - ძალისმიერი ვარჯიშები, კონდიცირება და პლიომეტრია... იცოდა, რაც ელოდა და დავალებას თავი იდეალურად გაართვა. საქმეც ამაშია, თუ მერაბის მსგავს ბიჭთან აპირებ ბრძოლას, იცი, სად არის მთა და მზად უნდა იყო, ამ მთაზე ასასვლელად.“
შეგახსენებთ, რომ სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.