კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კრიშტიანუ: “მე საუდის არაბეთს ვეკუთვნი“

საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ ჰაზემს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

რონალდუ:

„მე საუდის არაბეთს ვეკუთვნი და აქ გაგრძელება მსურს. მე არაერთხელ ვთქვი, რომ აქაურობას ვეკუთვნი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მიმიღო, როგორც მე, ისე ჩემი ოჯახი და მეგობრები. ამ ქვეყანაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი გადაწყვეტილება ნათელია, მსურს აქ ვიყო.“

ალ ჰაზემთან გატანილი 2 გოლი რონალდუსთვის მნიშვნელოვანი იყო. კარიერაში მას ახლა 964 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი. კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც 41 წლის პორტუგალიელს 30 წელი შეუსრულდა, 501 გოლი დაუგროვდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
964 და 501: რონალდუს მორიგი ისტორია
964 და 501: რონალდუს მორიგი ისტორია