სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - საფრანგეთის ნაკრებს ზიდანი ჩაიბარებს
მრავალწლიანი საგა სრულდება - ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, ლეგენდარული ფრანგი „მამლებს“ მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა მისი საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის შესახებ. მეტიც, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2026 წლის მუნდიალზე „მამლებს“ სწორედ ზიზუ გაუძღვებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
ასევე შეგახსენებთ, ზიდანმა, როგორც მწვრთნელმა ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და მადრიდის რეალთან ერთად ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.(2015/2016, 2016/2017, 2017/2018).