სანდრო და მისი თანაგუნდელები სლოვენიაში ჩავლენ | დონჩიჩის ინიციატივა
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და ლებრონ ჯეიმსიც წავიდა, რომელის კარიერას „ფილადელფია სევენთი სიქსერსში“ გააგრძელებს. „ლეიკერსის“ მთავარი სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩია და გუნდის შესაკრავად სლოვენიელი საინტერესო ინიციატივით გამოვიდა.
ESPN-ის ჟურნალისტის, დეივ მაკმენამინის ინფორმაციით, აგვისტოში, დონჩიჩი „ლეიკერსის“ ყველა კალათბურთელს სლოვენიაში უმასპინძლებს. ლუკამ მამუკელაშვილი და სხვა თანაგუნდელები 4-დღიან ტურზე დაპატიჟა.
„ლეიკერსთან“ დაახლოებული წყაროს მიხედვით, დონჩიჩი და მისი თანაგუნდელები ივარჯიშებენ, გოლფს ითამაშებენ და ლუბლიანას დაათვალიერებენ. დონჩიჩის მიზანი, „ლეიკერსის“ ახალ კალათბურთელებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე, გუნდის შეკვრაა.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ლეიკერსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლოს-ანჯელესელებმა გასულ სეზონში 53 შეხვედრა მოიგეს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, პლეი-ოფის მეორე რაუნდში კი „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ წააგეს.