გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ახალი გუნდი ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში | რა იწერება პორტუგალიურ პრესაში

გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ Marca-მ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში იმყოფებოდა და მის „ხეტაფეში“ გადასვლას წინ არაფერი ედგა. A Bola-ს მიხედვით, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, „ხეტაფე“ ერთადერთი არ არის, ვისაც გიორგის გაფორმება სურს.

„„სპორტინგი“ „ხეტაფესთან“ ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა გარიგების პირობებზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ჩვენი ცნობით, მადრიდულ კლუბს ქართველი ნახევარმცველის იჯარით დამატება გამოსყიდვის უფლებით სურს, ხოლო „სპორტინგი“ იჯარას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ქოჩორაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.

ხოსე ბორდალასის გუნდი ერთადერთი არ არის. ქოჩორაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს „სევილიაც“ ადევნებს და „სპორტინგის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა კიდეც.

„სევილიასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხუთშაბათს ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ქოჩორაშვილი „ხეტაფეს“ ბაზაზე არ ყოფილა და არც იმის დაუყოვნებლივი მოლოდინია, რომ ეს მოხდება. შეთანხმების მიღწევამდე მოლაპარაკებების უამრავი დეტალია დასაზუსტებელი და არსებობს იმის რისკიც კი, რომ „სევილიამ“ „ხეტაფეს“ გადაუსწროს,“— წერს პორტუგალიური გამოცემა.

A Bola-ს ინფორმაციას El Desmarque-ის ჟურნალისტი, დიეგო ოტერო ადასტურებს. ის აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და დასრულებული არაფერია. „სპორტინგს“ შეთანხმება არავისთან დაუდია და მკაცრი მოთხოვნები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ხელაიფი ინფანტინოს კონკურენტად? | უეფაში სურთ, მან კენჭი იყაროს
ალ-ხელაიფი ინფანტინოს კონკურენტად? | უეფაში სურთ, მან კენჭი იყაროს