ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ტაქტაროვი: უაითი ისლამის მარცხზე ოცნებობს, ამიტომ თოფურიას შეახვედრებს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და მსახიობი, ოლეგ ტაქტაროვი მიიჩნევს, რომ დენა უაითი ისლამ მახაჩევის დამარცხებაზე ოცნებობს.

„დარწმუნებული ვარ, დენა უაითს მშვენივრად ესმოდა, რომ მერაბი ახლა ემოციურ დაღმასვლაში იმყოფება, და მას პიოტრთან ეს ბრძოლა (რემატჩი) სჭირდებოდა. ის ახლა ოცნებობს, რომ ისლამი დამარცხდეს, ამიტომაც, ალბათ, ეცდება, რომ იგი თოფურიას შეახვედროს,“

– თქვა ტაქტაროვმა.

მერაბ დვალიშვილმა 14-ბრძოლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, როდესაც პიოტრ იანთან დამარცხდა. „მანქანას“ მარცხი 2018 წლის შემდეგ არ ჰქონია.

რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, ნოემბერში მან ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მის გუნდს, რომ ისლამი კამარუ უსმანს ეჩხუბოს.

რეალურად კი რთულად წარმოსადგენია, რომ 2026 წელს მახაჩევი-თოფურიას ბრძოლა ვერ ვიხილოთ. ამის ნახვა ყველას სურს, ვინც კი MMA-ს უყურებს. ყველას, სავარაუდოდ მახაჩევის გუნდის წევრების გარდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები