მარცხი კოპენჰაგენთან - მიქაუტაძე შესვენებაზე შეცვალეს
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში ვილიარეალმა კოპენჰაგენს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა მას კარგი მატჩი არ ჰქონდა და მარსელინომ ის შესვენებაზე შეცვალა.
ანგარიში ძალიან მალე, მე-2 წუთზე ელონუსიმ გახსნა და პირველი ტაიმი დანიელებმა მოიგეს. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, კომესანამ წონასწორობა აღადგინა. გოლიდან ზუსტად 1 წუთში აჩურიმ კოპნეჰაგენი დააწინაურა.
ვილიარეალი ბევრ მომენტს ქმნიდა და 56-ე წუთზე ოლუვასეიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი მხოლოდ სტუმრებმა გაიტანეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი კორნელიუსმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. ვილიარეალი 1 ქულით 35-ე ადგილზე იმყოფება.