იბერია 1999, გორის დილა
Aa
Aa

ისტორიაში მეორედ - გორის დილამ საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში ერთმანეთს ორი საუკეთესო ქართული გუნდი გორის დილა და იბერია 1999 დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება გორელებს დარჩათ. მატჩი მათ სასარგებლოდ 3:1 დასრულდა. ანგარიში საკმაოდ მალე, მე-2 წუთზე გაიხსნა. გორელთა დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯგერენაიას მოხვდა და ავტოგოლად ჩაითვალა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყისი წუთები დილამ კვლავ აქტიურად დაიწყო და თითქმის იდენტური ეპიზოდი ვიხილეთ. შორეული დარტყმა და ავტო გოლი. ბურთი ამჯერად ლეგიონერ აგუაკვას მოხვდა.

იბერია 1999-მა გაიბრძოლა და ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. თავი ჯგერენაიამ გამოიჩინა. თბილისურ კლუბს ანგარიშს გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა გორელთა მეკარემ შესანიშნავი ბურთი მოიგერია. საბოლოო წერტილი, 90-ე წუთზე აბუბაქარ კონტემ დასვა.

შეგახსენებთ, რომ გორის დილამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ და საბოლოოდ ჩემპიონი იბერია 1999 გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლე-ოფი | სპაერმა გარეჯს მოუგო, თელავი - მეშახტე ფრედ დასრულდა
პლე-ოფი | სპაერმა გარეჯს მოუგო, თელავი - მეშახტე ფრედ დასრულდა