დაკარგული ისტორიული შანსი - დინამო U19 პენალტების სერიაში დამარცხდა
Aa
Aa

დაკარგული ისტორიული შანსი - დინამო U19 პენალტების სერიაში დამარცხდა

უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე გუნდმა მინსკის „დინამოს“ 2:0 მოუგო. გასაგებ მიზეზთან გამო მინსკელები საკუთარ კედლებში ვერ თამაშობენ. ამიტომ ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ის რაც „დინამოს“ 19 წლამდელთა გუნდს შეემთხვა, ორმაგად დასანანია - 0:2 განმეორებით შეხვედრაში და პენალტების სერია, სადაც მინსკელები უკეთესები იყვნენ და 4:2 მოიგეს.

51-ე წუთზე მინსკელებმა პენალტი ვერ გაიტანეს. „დინამო“ ჩოჩოშვილმა კიდევ ერთხელ იხსნა. თუმცა სამწუხაროდ გუნდმა მას მხარი ვერ აუბა და 56-ე და 68-ე წუთებზე ბელორუსებმა ორი გოლის გატანა შეძლეს.

„დინამოს“ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, პენალტების სერიაში სტუმრებმა გაცილებით ცივსისხლიანად და მენტალურად დამაჯერებლად ითამაშეს.

ამრიგად, ისტორია ვერ დაიწერა - ქართული კლუბი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ვერც ამჯერად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები