„თოფურია ცხოველია, მაგრამ მისი დამარცხება შემიძლია“ | ვოლკანოვსკის კომენტარი
CHUFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკმა“ განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ რემატჩი უნდა, მაგრამ ხვდება, რომ ამ ეტაპზე ეს ნაადრევია.
„UFC-ის მატჩმეიკერებმა ილია თოფურიასთან ჩხუბი რომ შემომთავაზონ, აუცილებლად მივიღებ, მაგრამ ღირს თუ არა ჩემთვის ამ შეთავაზების გაკეთება? ვფიქრობ, რომ არა, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ მებრძოლს ამა თუ იმ მეტოქესთან ჩხუბი უნდა დაემსახურებინა. ვხვდები, რომ შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ ამ ორთაბრძოლას არ ვიმსახურებ. კიდევ ერთი გამარჯვება მჭირდება, რათა ილიასთან ვიჩხუბო და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის შანსი ისევ მომეცეს.
თოფურია ცხოველია და სანოკაუტე ძალა ყოველთვის ექნება. გამომდინარე აქედან, მის წინ რომ დავდგე და იგივე გადაწყვეტილებები მივიღო, დიდი შანსია, რომ პირველი ბრძოლის მსგავსი შედეგი განმეორდეს. თუმცა, თუ სწორად ვიჩხუბებ, გამარჯვება შემეძლება. დღემდე მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ვარ და მჯერა, რომ რემატჩი სრულიად სხვა სცენარით წარიმართება.“
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი მომდევნო ორთაბრძოლას დიეგო ლოპესის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა. მისი და ლოპესის ჩხუბს UFC 325-ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით, 1-ელ თებერვალს გაიმართება.