გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა | ჩაკვეტაძემ სასტარტოში ითამაშა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა’’ შინ „შეფილდ უენსდეისთან’’ 1:1 ითამაშა. მე-17 წუთზე მაკნილმა სტუმრები დააწინაურა და პირველი ტაიმი თავის გუნდს მოაგებინა. „უოტფორდმა'' თამაში მეორე ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე გადაარჩინა, 20 წლის პორტუგალიელმა ვივალდო სემედომ შეაგდო.

„უოტფორდის’’ სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. მე-5 წუთზე ქართველ შემტევს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.

„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 69-ე წუთზე შეცვალა.

„ჩაკვე'' აპრილიდან მოყოლებული  ტრავმირებული იყო, მკურნალობდა და მოედანს 25 ნოემბერს „პრესტონთან'' დაუბრუნდა და უკვე ამ სეზონში ჩემპიონშიფში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საუკეთესო ფორმაში შესვლა მარტივი არაა, მას ამისთვის დრო სჭირდება.

ჩემპიონშიფში „უოტფორდმა'' 20 მატჩი გამართა, ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-11 ადგილზეა, თუმცა საუკეთესო ხუთეულთან სხაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. ხავი გარსიას გუნდი შემდეგ მატჩს „ვრექსჰემთან'' სტუმრად, 13 დეკემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია