ჰესეს ყვითელი ბარათი აკიდა | ზარიას პირველი სასტარტო ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „კაირატი’’ შინ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან'' 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე მეჰდი ტარემის გადაცემის შემდეგ ჟელსონ მარტინშმა შეაგდო.
„კაირატის’’ ქართველი შემტევი გიორგი ზარია ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში სასტარტო 11-ეულში პირველად მოხვდა. მატჩის მე-14 წუთზე ზარიამ სწრაფი შეტევა წამოიწყო, ქართველი ფეხბურთელი არგენტინელმა სანტიაგო ჰესემ თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.
„კაირატის'' მთავარმა მწვრთნელმა შესვენებისას ზარიას შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ქართველ ფეხბურთელს მეორე ტაიმში არ უთამაშია.
ზარია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე სადებიუტო სეზონს ატარებს, ლიგის ფაზაში 5 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში) და „კოპენჰაგენთან’’ საგოლე პასი შეასრულა.
ყაზახეთის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 6-დან 5 მატჩი დათმო, 1 ფრედ დაასრულა, არ მოუგია. მომდევნო მატჩს შინ, 2026 წლის 20 იანვარს „ბრიუგესთან'' გამართავს.