მხოლოდ პანიჩელი და კეინი უსწრებენ | ირაკლი იეგოიანის აღიარება
DataMB-მა ევროპის ტოპ 7 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, ამ სტატისტიკაში ქართველი ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი მხოლოდ „სტრასბურგის’’ შემტევ ხოაკინ პანიჩელისა და „ბაიერნის’’ ფორვარდ ჰარი კეინს ჩამორჩება. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩამოთვლილი შემტევები, რომელთა ძირითადი ფუნქცია შეტევაში თამაშია, დაცვითი საქმეს აქტიურად ასრულებენ და მოწინააღმდეგის პასებს მოედნის სხვადასხვა ზონაში ხშირად ჭრიან. აღნიშნული მონაცემები ფეხბურთელების მაღალ სამუშაო ეთიკასა და ტაქტიკურ დისციპლინას აჩვენებს.
???????? Top 7 League Strikers: Interceptions
— DataMB (@DataMB_) December 8, 2025
???? J. Panichelli (Strasbourg, 23) — 40
???? H. Kane (Bayern München, 32) — 40
???? I. Yegoian (Excelsior, 21) — 36
???? L. Sinayoko (Auxerre, 25) — 34
???? D. Vente (Heerenveen, 26) — 34
???? https://t.co/McR5zrPkTO pic.twitter.com/xvGFkeXNmE
იეგოიანი DataMB-ის სტატისტიკაში გასულ თვეშიც მოხვდა, სეზონის სტარტიდან მოყოლებული ათ ნოემბრამდე ჩატარებული მატჩების მიხედვით, ტოპ 7 ლიგაში 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყოველ ას პასზე მოსალოდნელი საგოლე პასების (xA) რაოდენობით ირაკლი იეგოიანი მე-4 ადგილზე იყო (0,94).
მე-13 ტურში „აიაქსი'' შინ „ექსელსიორთან'' 1:2 დამარცხდა. ამსტერდამული კლუბის წინააღმდეგ იეგოიანმა 90 წუთი ითამაშა. ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, Voetbalprimeur-მა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი ნიდერლანდების მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებს, „ექსლესიორის'' რიგებში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
ირაკლის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.