„ეს მატყუარა... რა სწრაფად შეიცვალა აზრი“ | მერაბი იანის განცხადებას გამოეხმაურა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის განცხადებას გამოეხმაურა. საჩემპიონო ორთაბრძოლის შემდეგ იანსა და დვალიშვილს შორის X-ზე მეგობრული მიმოწერა გაიმართა, თუმცა ახლახან პიოტრმა აღიარა, რომ პირადად მას არაფერი დაუწერია და მერაბს იანის პროფილით მისი მენეჯერი ესაუბრებოდა.
The bantamweight division's most wholesome rivals ???? pic.twitter.com/xt2HeuJaBL
— MMA Fighting (@MMAFighting) December 9, 2025
ამასთან დაკავშირებით, „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „ფანებო და მეგობრებო, ამ ადამიანს, პიოტრ იანს, კარგად მოუსმინეთ. ნურასდროს დაიჯერებთ მის ერთ სიტყვასაც კი — ახლახან აღიარა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელში თვითონ არ წერდა.
აღიარა, რომ ჩემთვის X-ზე პირადად მას არ უთქვამს: „შევხვდებით, მეგობარო“ ან „სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ, მეგობარო.“ რა სწრაფად შეიცვალა აზრი… მეგონა, რომ 2023 წელს, როდესაც დავამარცხე, თავმდაბალი გახდა და მეგობრულად ვექცეოდი. ეს დაივიწყე, მატყუარავ — თამაში იწყება.“
Fans and Friends - Listen to this guy now @PetrYanUFC . Never believe a word he says - just admitted he doesn’t write his own social media. Said he never said see you friend or said speedy recovery friend yesterday on Twitter - “wasn’t him”. How quickly he changed his mind -…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 10, 2025
რამდენიმე წუთის შემდეგ, მერაბმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: „პიოტრ, პატივისცემას გამოხატავდი, ჩემთვის მართლა მეგობარი რომ გეწოდებინა, მაგრამ ამის ნაცვლად, ეს ორი ადამიანი აირჩიე მეგობრებად.
ანატოლი მალიხინმა ჩემთან 50 000-დოლარიანი სანაძლეო დადო და ნამდვილი კაცივით არ მოქცეულა, როცა წააგო და ფული არ ჩაურიცხია. შენმა მეორე მეგობარმა ჩემი მეგობრის დედას შეურაცხყოფა მიაყენა. მას შემდეგ, რაც ამ ლაჩარს სახეში მოვარტყი, კაცურად ლაპარაკის ნაცვლად, ჯარიმები გადამახდევინა და სასამართლოში მატარა. კი, მაგარი მეგობრები გყავს.“
Hey @PetrYanUFC - you would be respectable if you really called me friend - but instead you choose these two as “friends”. @ Anatoliy Malykhin bet me $50000 - never paid his bet like a real man. @ Mr_Saint_Patrick1 called out and cursed at my friends mother. Then instead of…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 10, 2025
ცნობისთვის, რუსეთში დაბრუნების შემდეგ იანს მერაბთან გამართულ მიმოწერაზე ჰკითხეს და მან განაცხადა: „მერაბთან მიმოწერა? სად? X-ზე? მე არაფერი დამიწერია. ალბათ ჩემმა მენეჯერმა, საიატმა დაწერა. მგონია, რომ მე და მერაბი მეგობრები არასოდეს ვიქნებით.“ დვალიშვილი სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა.