კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნიკოლას პეპე
Aa
Aa

პეპე: რონი მესიზე ლაპარაკობს, თან ძალიან ბევრს და იცით ასე ვინ შვება?

„ვილიარეალის“ ნახევარმცველი ნიკოლა პეპე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავისი თაობის საუკეთესო მოთამაშეა.

„რონალდუმ ძალიან ბევრს მიაღწია, რასაც სხვა ვერავინ შეძლებდა. ამას ვერავინ წაართმევს. მაგრამ მისი თაობის ტალანტად გამოცხადება – გადამეტებულია.

– რონალდუს თაობის ტალანტად გამოცხადება – გადამეტებულია?

„დიახ, გადამეტებულია”.

– ის ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, რომელიც 1000 გოლს გაიტანს.

„ალ-ნასრში გადასვლის შემდეგ მან 200 პენალტი გაიტანა. ორასი, ორასი. და მესიც გაიტანს ასე. რა პრობლემაა”.

– მესი ძალიან კარგია, მაგრამ ის ვერასდროს დაეწევა რონალდუს. მესი ვერასდროს გაიტანს 1000 გოლს.

„მესი უკვე უსწრებს რონალდუს. რამდენი ტიტული მოიგო რონალდუმ მას შემდეგ, რაც მესი ლიგა 1-ში აღმოჩნდა? არც ისე ბევრი (არც ერთი, გარდა არაბეთის ჩემპიონთა ამხანაგური თასისა). მესიმ კი ყველაფერი მოიგო. იქნებ, მან რონალდუს რამდენიმე ტიტული მისცეს კიდეც.

რონალდუ ძალიან ბევრ ინტერვიუს იძლევა, ძალიან ბევრს საუბრობს მესიზე. აშკარაა, რომ ის მეორე ნომერია.

„ნარუტოზე“ გსმენიათ რამე? „დრაგონ ბოლ ზედზე“ (Dragon Ball Z)? ვეგეტას იცნობ? ის გამუდმებით ლაპარაკობს, სულ ადარებს საკუთარ თავს ვიღაცას. ვინ არ ლაპარაკობს არასდროს? გოკუ. იგივეა „ნარუტოშიც“. ვინ ლაყბობს მუდმივად? სასკე. ვინ დუმს? ნარუტო”.

– გინდა თქვა, რომ მესი ნარუტოა, ხოლო სასკე – კრიშტიანუ?

„კრიშტიანუ ვეგეტაა. რონალდუ გაღიზიანებულია, რომ მასზე დაბალი ვიღაც უსწრებს და უკეთესია”.

– განაცხადა პეპემ იუთუბერ ჯასთ რიადთან (Just Riadh) ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები