საჯაროდ კრიტიკის გამო, კარაგერმა სალაჰს მოუბოდიშა
ჯეიმი კარაგერმა მოჰამედ სალაჰის მიმართ მკაცრი განცხადებებისთვის ბოდიში მოიხადა.
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა CBS Sports-ის ეთერში სალაჰის მისამართით გამოთქმული მკაცრი კრიტიკისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
„მო, ბოდიშს გიხდი, რომ გაწყენინე. მე შენ მიყვარხარ, როგორც „ლივერპულის“ მოთამაშე, მაგრამ უბრალოდ საჭიროა, რომ მინდვრის მიღმა წესიერად მოიქცე,“
– თქვა კარაგერმა.
ყველაფერი ეგვიპტელის საჯარო განცხადებით დაიწყო, როცა მან შიდა სამზარეულოს პრობლემები საჯაროდ გამოიტანა.
„ეს ჩემთვის მტკივნეულია (თადარიგში დარჩენა). მე მოვიგე ინგლისის პრემიერ ლიგა, ამ თაობაში ყველაზე მეტ გოლს ვიტან. რატომ უნდა დასრულდეს ყველაფერი ასე?“.
- თქვა სალაჰმა, რასაც კარაგერმა ასეთი პასუხი მოაყოლა.
„მე შევახსენებდი სალაჰს და მის აგენტს, რომ „ლივერპულში“ მოსვლამდე ის ცნობილი იყო, როგორც „ჩელსიში“ წარუმატებელი მოთამაშე. შენ დიდი ვარსკვლავი არ იყავი, სანამ „ლივერპულში“ გადმოხვიდოდი. შენ ეგვიპტესთან ერთად არაფერი მოგიგია.“