ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ქამრისთვის მე უნდა ვიჩხუბო“ - ოლივეირა სამომავლო გეგმებზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ განაცხადა, რომ საჩემპიონო ქარმისთვის ბრძოლაში შემდეგი კანდიდატი ის უნდა იყოს. ბრაზილიელი რამდენიმე თვეში მაქს ჰოლოუეისთან BMF ქამრისთვის იბრძოლებს და როგორც თვითონ ამბობს, გამარჯვების შემთხვევაში უფლება ექნება მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ჩხუბი მოითხოვოს.

რას ამბობს „დუ ბრონქსი“:

„ორი თვის შემდეგ BMF ქამრისთვის ვიბრძოლებ. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ვიტყვი, რომ იმ ორს, რომელიც ამ ქამრისთვის ვიჩხუბებთ, ბევრად მეტს გავყიდით. მე უფრო მეტი ქარიზმა მაქვს, ვიდრე იმ ორ მებრძოლს ერთად, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის იჩხუბებენ, ასე რომ, მოგწონთ თუ არა, ყურადღების ეპიცენტრში უკვე ძლიერი ნაბიჯებით ვერთვები.“

„დიახ, მოეწონება ეს ხალხს, თუ არა, გაყიდვების კუთხით თუნდაც არმანს ბევრად აღვემატები... ყოველთვის შესანიშნავ ბრძოლას ვაჩვენებ. თუ შესანიშნავ ბრძოლას ჩავატარებ და გავიმარჯვებ, ვფიქრობ, ყველა ეჭვს გავაქარწყლებ და ტიტულისთვის ბრძოლის რიგში კვლავ მოწინავე პოზიციაზე ვიქნები.“

მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურიაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ოჯახური პრობლემების გამო ქართველ მებრძოლს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დათმობა მოუწია. დროებითი ქამრისთვის კი პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იჩხუბებენ. ჩარლზ ოლივეირა კი BMF ქამრისთვის მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს 2025 წლის ივნისში შეხვდნენ და მაშინ ილიამ ბრაზილიელი პირველ რაუნდში დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“ | მერაბს მანქანის პოვნაში ფანი დაეხმარა
„სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“ | მერაბს მანქანის პოვნაში ფანი დაეხმარა