კვარაცხელია: ჩვენ ჩემპიონები ვართ და ფრით ბედნიერები ვერ ვიქნებით
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში „ბილბაოში“ 0:0-ის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესასთან ისაუბრა და გუნდის თამაში შეაფასა.
„ჩვენ პარიზი ვართ, ჩვენ ჩემპიონები ვართ და ყოველ მატჩში გვინდა მოგება. ფრით არ ვართ ბედნიერი, თუნდაც ეს გასვლითი მატჩი იყოს. ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის გავდივართ და როდესაც ფრედ ვამთავრებთ, ეს ჩვენთვის ცუდი თამაშია.
ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ყველა გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს, ძალიან კარგია და ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. სწორედ ამიტომ მზად ვიყავით. ფრედ დავამთავრეთ, რადგან ჩვენ მიერ შექმნილი მრავალი შანსი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ ჯერზე ეს უკეთ უნდა გავაკეთოთ“.
- განაცხადა ხვიჩამ Canal+-სთან საუბრისას.
პსჟ-ს 6 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ლიგის ფაზის დასკვნით ორ ტურში პარიზელები ლისაბონში „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან, ბოლოს კი შინ „ნიუკასლს“ დაუხვდებიან. ორივე შეხვედრა 2026 წლის იანვარში გაიმართება.