„ორი კაცი ერთმანეთს 25 წუთი ეხუტებოდა“ - კოსტა ჩიმაევის ბრძოლაზე
პაულო კოსტასა და ხამზატ ჩიმაევს შორის დაპირისპირება პიკს უახლოვდება. ბრაზილიელმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ მის მეუღლესთან მიმოწერის გამო, ჩეჩენ მებრძოლს არამზადა უწოდა და შესთავაზა ოქტაგონში გაარკვიონ უძლიერესი, თუმცა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგი, სადაც ბრაზილიელი მეცამეტე ადგილზეა, ჯერჯერობით ამის საშუალებას არ იძლევა. სამაგიეროდ, კოსტა საჯაროდ ხამზატის კრიტიკას არ წყვეტს და როდესაც ჩიმაევი-დუ პლესის ბრძოლის შეფასება სთხოვეს, შანსი ხელიდან არ გაუშვა.
პაულო კოსტა
UFC ეს გასართობი ორგანიზაციაა, ჩიმაევისნაირ მებრძოლებს კი, ბიზნესის ერთი ხელის მოსმით ჩამოშლა შეუძლიათ. გამიკვირდა დენა უაითის კომენტარი, რომელმაც ხამზატზე თქვა, რომ შესანიშნავად იბრძოლა. სინამდვილეში შესანიშნავად კი არა, საშინლად იბრძოლა. UFC-მ ახლახანს ხელშეკრულება Paramount-თან გააფორმა, თუმცა ხალხს სხვა რამის ყურება უწევს. რას ვუყურეთ ჩიმაევი-დუ პლესის ჩხუბის დროს? ორი კაცი 25 წუთის განმავლობაში იწვა და ერთმანეთს ეხუტებოდა.
ცნობისათვის, დრიკუს დუ პლესისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გახდა UFC-ის ისტორიაში რიგით მეათე მებრძოლი, რომელმაც ამის გაკეთება დაუმარცხებლად შეძლო. აქამდე მსგავსი შედეგისთვის რაშად ევანსს, ლიოტო მაჩიდას, კეინ ველასკესს, კოდი გარბრანდტს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, ისრაელ ადესანიას, ილია თოფურიას, რონდა როუზს და იოანა ენჯეიჩიკს ჰქონდა მიღწეული.