ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატს ფორმის პიკზე უნდა შევხვდეთ | ასათიანმა წილისყრა შეაფასა

ფუტსალში ევროპის 2026 წლს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები ცნობილია.

A ჯგუფი: ლატვია, ხორვატია, საქართველო, საფრანგეთი 

წილისყრის შემდეგ ავთანდილ ასათიანი ნაკრების პრესსამსახურს ესაუბრა.

„საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. კარგი არის ის, რომ ყველა მოწინააღმდეგეს ვიცნობთ. შესარჩევში საფრანგეთი ჩვენს ჯგუფში იყო, ლატვია მასპინძელია და ეს გუნდი ყოველწლიურად ძალიან პროგრესირებს. ვფიქრობ, დანარჩენი გუნდებისთვის ჩვენც არ ვარ საჩუქარი. დიდი იმედი მაქვს, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება მაგრად დაგვეხმარება. ძალიან კარგი გამოცდილება იქნება იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.

რაღაც ბარიერი გადავლახეთ, ახლა ვნახავთ ტოპ ნაკრებებთან თამაშისთვის რამდენად მზად ვიქნებით.

მოსამზადებელი ეტაპი კარგად დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ 20 იანვრისთვის ფორმის პიკზე ვიყოთ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ’’.

ჩვენი ჯგუფის შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.

ფუტსალში ევროპის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ორივე შემთხვევაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იყო. მისი ხელმძღვანელობით ფუტსალის ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, რაც შედეგში აისახა. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავედით, საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოვხვდით, რაც დიდი წარმატებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები