შოთა არველაძე
Aa
Aa

არველაძეს მცველის ყიდვა უნდოდა | უთხრეს, რომ ტრავმა აქვს, არადა არაფერი სჭირს

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობს. ქართველი სპეციალისტის გუნდის ერთ-ერთ სამიზნედ „გენტის“ 19 წლის ცენტრალური მცველი, ჰუგო გამბორი მოიაზრებოდა და მოვლენები საკმაოდ უცნაურად განვითარდა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „ქასიმფაშა“ გარიგების დახურვასთან ძალიან ახლოს იყო. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც შოთა არველაძემ ბელგიიდან მიიღო ცნობები, თითქოს გამბორს მუხლის ტრავმა ჰქონდა. ამ მიზეზით ქართველმა სპეციალისტმა მის გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა არის ამ ყველაფერში უცნაური? საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელი რეალურად ტრავმირებული არ არის. ტავოლიერის თქმით, კულისებში რაღაც მოხდა და სწორედ ამის გამო არ შედგა ტრანსფერი. ექსპერტი კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს.

ცნობისთვის, არველაძის გუნდმა თურქეთის სუპერ ლიგა ორი წაგებით დაიწყო. პირველ ტურში „ქასიმფაშა“ „ანთალიასფორთან“ დამარცხდა, მეორე ტურში კი „ტრაბზონსპორთან“ წააგო - 0:1.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება