ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება

ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის მებრძოლმა, უსმან ნურმაგომედოვმა რუსულ მედიასთან პრესკონფერენციის დროს ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი შანსია მათი ბრძოლა მომდევნო წელს შედგეს.

რას ამბობს უსმან ნურმაგომედოვი:

„ილიასთან ბრძოლა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ჯერ 3 ოქტომბერს, პოლ ჰიუზთან მექნება რემატჩი, სადაც მინდა დავამტკიცო, რომ ბოლო მასთან ბოლო ბრძოლაში გამარჯვების მიუხედავად, ჩემი საუკეთესო თვისებები არ მიჩვენებია“.

„რაც შეეხება თოფურიასთან ბრძოლას, შესაძლებელია, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ. შესაძლოა, ეს მომდევნო წლის ბოლოს მოხდეს, ან უფრო ადრეც, ერთ წელში. როდესაც UFC-ში ვიქნები, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, თუ რა თქმა უნდა, ისიც კიდევ იქ იქნება, რადგან როდესაც მასთან ასეთი წონის მებრძოლი მიდის, ჯობია დროულად წავიდეს“.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. ის ამჟამად საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის ჩემპიონია. MMA-ში მისი რეკორდი 19 მოგება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გვაბრძოლეთ მოხუცები ქამრისთვის“ - სტერლინგს ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს
„გვაბრძოლეთ მოხუცები ქამრისთვის“ - სტერლინგს ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს