ალჯამეინ სტერლინგი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„გვაბრძოლეთ მოხუცები ქამრისთვის“ - სტერლინგს ვოლკანოვსკისთან შეხვედრა სურს

ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართული UFC Fight Night 257-ის მთავარი ორთაბრძოლა ალჯამეინ სტერლინგის გამარჯვებით დასრულდა. მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა ბრაიან ორტეგა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ახლა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან ითხოვს საჩემპიონო ჩხუბი ჩაუნიშნონ. ამის შესახებ ალჯომ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ბუნებრივია, მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკიც ახსენა.

ალჯამეინ სტერლინგი

საკუთარი შესაძლებლობები ჩემთვის უცხო, ქვემსუბუქ წონით დივიზიონშიც დავამტკიცე და სულ ახლახანს ის ბრაიან ორტეგა დავამარცხე, რომელიც ადრე ტიტულისთვისაც იბრძოდა. პატივს ვცემ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელიც საოცარი ადამიანია. ისევე როგორც მე, ავსტრალიელიც 36 წლისაა და გთხოვთ, გვაბრძოლეთ ქამრისთვის მოხუცი ბიძიები. რაც შეეხება 34 წლის ლერონ მერფის, მას საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად დრო კიდევ ექნება.

ცნობისათვის, თავად ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დარწმუნებით განაცხადა, რომ ქამარს სავარაუდოდ ლერონ მერფისთან დაიცავს, რადგან მოვსარ ევლოევს აარონ პიკოსთან ბრძოლიდან ჩახსნის გამო, UFC-ის ხელმძღვანელები თავისებურად დასჯიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია-ცარუკიანი ყველაზე სამართლიანი იქნებოდა“ - ისლამ მახაჩევი
„თოფურია-ცარუკიანი ყველაზე სამართლიანი იქნებოდა“ - ისლამ მახაჩევი