ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, ბელალ მუჰამედი, შავკატ რახმონოვი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„მადალენა და კიდევ ორი“ - ხაბიბი ისლამის მეტოქეებზე

უკვე თითქმის გადაწყვეტილია და სავარაუდოდ, ამ კვირაში ოფიციალურად გამოცხადდება, რომ 2025 წლის ნოემბერში ისლამ მახაჩევი UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში ბრძოლას დაიწყებს. 33 წლის დაღესტნელის მეტოქე ტიტულისთვის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება. მახაჩევის ახლო მეგობარი და მისი მწვრთნელი, ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვი გუშინ ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა კი შეეხებოდა ისლამის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგებს მისთვის ახალ დივიზიონში, რაზეც ხაბიბისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ვინ იქნებიან ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის კონკურენტები მადალენას გარდა? შავკატ რახმონოვი, რომელიც აშკარად დაფასებას იმსახურებს და ბელალ მუჰამადი. იან გარი მაჩადოსგან რეალურ საფრთხეს არ ველი. არის თუ არა ისლამის და ბელალის ჩხუბი შესაძლებელი? მე პირადად ამის წინააღმდეგი ვიქნები. შავკატმა თავისი საბრძოლო კლასით ნამდვილი ძალა დაგვანახა, რასაც ვერ ვიტყვი შონ ბრედიზე. სტილისტურად ამ უკანასკნელის დამარცხება მახაჩევისთვის უმარტივესი იქნება და ვფიქრობ, ისლამი მას არამხოლოდ ჭიდაობაში, არამედ სტრაიკინგშიც აჯობებს“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა წონის შეცვლა და მსუბუქიდან ქვესაშუალოში ასვლა ბელალ მუჰამადის ჯეკ დელა მადალენასთან მარცხის შემდეგ გადაწყვიტა. მართალია, ისლამს ორი დივიზიონის ჩემპიონობა ადრევე სურდა, მაგრამ რამდენად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ბელალის გამარჯვების შემთხვევაში, რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება