ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ეს ბრძოლა ჩვენთვისაც შესანიშნავი იქნება, მაგრამ...“ - ისლამის მწვრთნელი თოფურიასთან ჩხუბზე

UFC-ის ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის ხილვა ნებისმიერ გულშემატკივარს გაახარებს.

რას ამბობს მენდესი:

„ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს სურს მახაჩევისა და თოფურიას დაპირისპირების ხილვა. ეს ნომერ პირველი ბრძოლა იქნება. პოტენციურად, ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირება – ჯონსი ასპინალის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ჩხუბი არ დაინიშნა. ახლა კი, თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენასთან გაიმარჯვებს, მისი და თოფურიას ბრძოლა საუკეთესო იქნება, რისი ორგანიზებაც UFC-ს შეუძლია.“

„მომწონს, რასაც თოფურია ამ ორგანიზაციაში აკეთებს. მან იცის, როგორ გაყიდოს თავისი ბრძოლები ხალხზე. რაც უფრო მეტს გააკეთებს ილია, მით უფრო მეტ ადამიანს მოუნდება მისი და ისლამის ჩხუბის ყურება. ასევე, მომწონს, რასაც ბრძოლის დროს აკეთებს. ის ძალიან ძლიერია და წონაზეც არ ღელავს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენთვის შესანიშნავი იქნება.“

„მაგრამ მანამდე, მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში უნდა მოიპოვოს ქამარი. ეს არის ჩვენი მიზანი. შემდეგ კი, ან ჩვენ ჩავალთ დაბალ წონაში, ან ილია ამოვა, მაგრამ მთავარი UFC-ის პოზიციაა. თუ ორგანიზაციას ეს იდეა არ მოეწონება, მაშინ ბრძოლაც არ შედგება.“

ქვესაშუალო წონაში გადასვლის შემდეგ, ისლამ მახაჩევი საჩემპიონო ჩხუბში ჯეკ დელა მადალენას უნდა შეხვდეს, თუმცა, მებრძოლებს შორის ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი იყო და ქამარი რამდენჯერმე დაიცვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული დათმო და ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ამჟამად ილია თოფურიაა. ქართველმა ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება
„უმჯობესია, დროულად წავიდეს“ - უსმან ნურმაგომედოვი ილიას ემუქრება