ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

ჩიმაევი ოლიმპიადაზე იჭიდავებს? - რას ამბობს ხამზატის მწვრთნელი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ხამზატ ჩიმაევის მწვრთნელმა, ალან ნასიმენტომ განაცხადა, რომ შესაძლოა ოლიმპიადაზე, თავისუფალ ჭიდაობაში ასპარეზობაზე ოცნებობს.

„თუ სერიოზულად ვიმუშავებთ ჭიდაობაზე, მას შეუძლია, ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლოს. რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი წარმატებულად ჭიდაობს სხვადასხვა ქვეყნის სახელით. მე ამ მხრივ ხამზატს 100%-ით დავუდგები გვერდში. ბავშვობიდან ვიცნობ: ის ჭიდაობით იწყებდა, ამიტომ დიდ ტურნირებზე ჭიდაობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

თუ ხამზატი ამაზე იმუშავებს, მას კარგი შანსები ექნება. როცა ოცნების ახდენა გინდა, ნებისმიერი მსხვერპლი შეიძლება გაიღო. ვფიქრობ, ოლიმპიადაზე ჭიდაობა წარმოუდგენელი არაა. მას შეუძლია, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებში მოხვდეს და ოლიმპიადაზეც იასპარეზოს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩიმაევმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან გააფორმა კონტრაქტი - სავარაუდოდ, მისი დებიუტი 13 ივნისს შედგება.

მანამდე კი ჩიმაევი 10 მაისს UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს - მისი მეტოქე ამერიკელი შონ სტრიკლენდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამერიკელი 8:5 დაამარცხა | ხინჩეგაშვილის პირველი გამარჯვება RAF-ში
ამერიკელი 8:5 დაამარცხა | ხინჩეგაშვილის პირველი გამარჯვება RAF-ში