მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მერაბის არ მეშინია, სუსტი წერტილები ყველას აქვს“ - სენდჰეგენი დვალიშვილთან ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა MMA Junkie Radio-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს.

ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ „ქართველი მანქანა“ ძლიერია, მაგრამ სატიტულო ჩხუბში მასზე უკეთესი იქნება და ქამარსაც წაართმევს.

რას ამბობს სენდჰეგენი:

„მინდა ვთქვა, რომ სუსტი წერტილები და ხვრელები ყველას აქვს. გამონაკლისი არც მერაბია. მე მასზე უკეთესი ვიქნები და სწორედ ამ სუსტ წერტილებს გამოვიყენებ. ოქტაგონზე გავალ და უბრალოდ, ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვიქნები. არც ჭიდაობის მეშინია. არ ვაპირებ იმ აზრის დაჯერებას, რომ მერაბი დაუმარცხებელია. მას ყველა ბრძოლაში ჰქონდა ისეთი მომენტები, სადაც მისი დამარცხება შეიძლებოდა. როდესაც ოქტაგონში შევალთ, მერაბს ვაიძულებ, რომ მე გამიძლოს და არა პირიქით“.

„ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბევრს ვვარჯიშობ და ვიცი, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ხალხი ამბობს, რომ მერაბი გაუჩერებლად ვარჯიშობს და ვიცი, რასაც გულისხმობენ, მაგრამ ისიც ვიცი, რასაც მე ვგულისხმობ, როცა ამას ვამბობ. ბევრს ვვარჯიშობ და ყოველდღიურად ვუმჯობესდები, ჩემს არსენალს ყოველთვის ახალ იარაღს ვამატებ. ამ სპორტში, ერთ-ერთი, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ახალი იარაღების დამატებაა. ვიცი, რომ ყველა ასე არ არის, მაგრამ ამაში ხელს ჩემი აღნაგობაც მიწყობს. ასე რომ, დიახ, ამ ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. ექვს თვეში, ან ნებისმიერ დროს, როცა ბრძოლა ჩაინიშნება, განსხვავებული ვიქნები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და მსოფლიო ჩემპიონი!“

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი სენდჰეგენი იმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც გიჟური, რატომაც არა?“ - პანტოჟა VS დვალიშვილი | ბრაზილიელის იდეა
„რაღაც გიჟური, რატომაც არა?“ - პანტოჟა VS დვალიშვილი | ბრაზილიელის იდეა