ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

საქმის კურსში არ ჩააყენა - ვინისიუსი ალონსოზე ნაწყენია

„ოვიედო“ – „რეალის“ (0:3) მატჩის დასრულების შემდეგ, წესით და რიგით ვინისიუს ჟუნიორი ცუდ განწყობაზე არ უნდა ყოფილიყო, რადგან მან თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და საამისო საფუძველიც არსებობდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 25 წლის ბრაზილიელი შემტევი მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ თადარიგში დატოვა და ცვლილებაზე მხოლოდ 63-ე წუთზე შეიყვანა.

ამაზე უფრო ცუდი ის გახლავთ, რომ როგორც ვინიმ მის უახლოეს მეგობრებს უთხრა, ბასკ სპეციალისტს ის საქმის კურსში საერთოდ არ ჩაუყენებია, რომ თადარიგში ტოვებდა და ამის შესახებ მხოლოდ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, შემადგენლობის გამოცხადებისას შეიტყო. როგორც ხედავთ, მსგავსმა მიდგომამ სამხრეთ ამერიკელზე დადებითად იმოქმედა და უზომოდ მოტივირებული ჩანდა, რამაც ავტომატურად მისი სათამაშო ხარისხი გაზარდა.

ცნობისათვის, ვინისიუსის სათადარიგო სკამზე დატოვების თაობაზე ალონსოს მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუნდში ტოვებს და მეტს ელის - ალონსო ვინისიუსზე ისევ ნერვიულობს
გუნდში ტოვებს და მეტს ელის - ალონსო ვინისიუსზე ისევ ნერვიულობს