დრიკუს დუ პლესი, პაულუ კოსტა
Aa
Aa

„დრიკუსთან ჩხუბი მსურს“ - კოსტას ახალი ამბიცია

უკანასკნელ პერიოდში პაულუ კოსტა სოციალური ქსელის საშუალებით საკმაოდ აქტიურია და ცდილობს სხვადასხვა ბრძოლებსა თუ მებრძოლებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთების გარდა, თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბროს. თუ ადრე ბრაზილიელი ხამზატ ჩიმაევს უგზავნიდა გამოწვევებს, ახლა მისი სამიზნე საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი გახდა და 2025 წელს სამხრეთ აფრიკელთან დაპირისპირების სურვილი საჯაროდ გამოთქვა.

პაულუ კოსტა

ხამზატთან ჩხუბის სურვილი არ დამიკარგავს, მასთან პირადი ანგარიშები მაქვს, მაგრამ ოქტაგონში ჩვენი შეხვედრის შესაძლებლობას რეიტინგში არსებული ვითარება არ იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში 2025 წელს მინდა ერთი ბრძოლა კიდევ ჩავატარო და კარგი იქნება, თუ ჩემი მეტოქე დრიკუს დუ პლესი იქნება, რომელსაც საკმაოდ არაპროგნოზირებადი სტილი აქვს და მისნაირ რთულ ოპონენტთან საკუთარი კლასის დამტკიცება ჩემს რეზიუმეზე დადებითად იმოქმედებს.

ცნობისათვის, პაულუ კოსტამ უკანასკნელი ბრძოლა ივლისში ჩაატარა და რომან კოპილოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება დრიკუსს, მისმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქამრის დაბრუნებას რაც შეიძლება მალე აპირებენ, რის გამოც ძნელად სავარაუდოა კოსტასთან ბრძოლას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ნაძირალას გალიაში გავუსწორდები“ - პაულო კოსტა ჩიმაევს დაუპირისპირდა
„ამ ნაძირალას გალიაში გავუსწორდები“ - პაულო კოსტა ჩიმაევს დაუპირისპირდა