დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„დიდებისკენ სავალ გზაზე ეს მარცხი მჭირდებოდა“ - დუ პლესი ჩიმაევთან წაგებაზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ხამზატ ჩიმაევთან მარცხის შემდეგ, დრიკუს დუ პლესის ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მოქმედი ჩემპიონი ჩეჩენთან ჩხუბში იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რომ მას წილად უდიდესი კრიტიკა ხვდა, რის გამოც როგორც მისი განწყობიდან იგრძნობა, ნაწყენი სულაც არ არის და წინ დიდი გეგმები აქვს. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს, სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა ვრცელი და რაც მთავარია, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დრიკუს დუ პლესი

შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ჩემი დასუსტების დრო მოვიდა, მაგრამ ამ მარცხს ხელგაშლილი შევეგებები. წაგება მძულს, თუმცა ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. დიდებისკენ სავალ გზაზე სწორედ ასეთი მარცხი მჭირდებოდა, რადგან სიტკბოს სიმწარე თუ შეერევა, საბოლოო წარმატება უფრო ტკბილი ხდება.

მე საკუთარ თავს ახლა არა დამარცხებულად, არამედ საბრძოლო ხელოვნების მკვლევარად მივიჩნევ, რომელიც განცდილი ფიასკოდან გამოსავალს ეძებს. ხამზატ ჩიმაევთან წაგებამ ჩემში ააფეთქა ისეთი სურვილები, რომელთაც თუ ავიხდენ, ჩემი მოწინააღმდეგეები უბრალოდ განადგურდებიან. წავაგე საუკეთესო მებრძოლთან და ჩიმაევთან ოქტაგონის გაზიარება ჩემთვის პატივი იყო.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესიმ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის 20 იანვარს, შონ სტრიკლენდის ძლევით მოიპოვა, რის შემდეგაც ჩიმაევთან მარცხამდე, ტიტული ორჯერ წარმატებით, 2024 წლის 18 აგვისტოს ისრაელ ადესანიასთან და 2025 წლის 9 თებერვალს, იმავე სტრიკლენდთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხამზატი მერაბზე წინ უნდა იყოს“ | კორმიე P4P რეიტინგს არ ეთანხმება
„ხამზატი მერაბზე წინ უნდა იყოს“ | კორმიე P4P რეიტინგს არ ეთანხმება