„ჯერ ჩარლზი, შემდეგ თოფურია“ - ფიზიევმა ოლივეირასთან ჩხუბსა და გეგმებზე ისაუბრა
UFC-ის აზერბაიჯანელმა მებრძოლმა, რაფაელ ფიზიევმა ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო. 32 წლის ფიზიევი ამბობს, რომ ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის უფლება უნდა მიიღოს.
რას ამბობს ფიზიევი:
„ჩარლზ ოლივეირა ლეგენდაა. მსუბუქ წონაში ყველაზე მეტი ბონუსი აქვს აღებული, ნამდვილი მონსტრია და ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლია. მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მის ბრძოლებს მაშინაც ვუყურებდი, სანამ UFC-ში გადავიდოდა. ახლა კი მასთან ბრძოლის შესაძლებლობა მაქვს, ეს ამაღელვებელია და დიდ მოტივაციას მაძლევს. ამჟამად მეოთხე ადგილზეა და ახლახან იჩხუბა ქამრისთვის. ამის გამო, მეც დიდი შანსი მაქვს, რომ ქამრისთვის ბრძოლას მივუახლოვდე. ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, თოფურიასთან ჩხუბის მოთხოვნის უფლება მექნება“.
ჩარლზ ოლივეირა და რაფაელ ფიზიევი ერთმანეთს 11 ოქტომბერს, რიო-დე-ჟანეიროში, UFC Fight Night 261-ზე შეხვდებიან და მათი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.