12-კაციანი განაცხადი - საბერძნეთის უძლიერესი შემადგენლობა
Aa
Aa

12-კაციანი განაცხადი - საბერძნეთის უძლიერესი შემადგენლობა

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მისი მომზადებული გუნდის ღირსებას დაიცავენ. ელადელებთან დაკავშირებული ამბები ქართველი გულშემატკივრისთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ესპანელების, იტალიელების, კვიპროსელების და ბოსნიელების მსგავსად, ჩვენი მეტოქეები იქნებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნებს უძლიერესი შემადგენლობა ეყოლებათ და სპანულისის განკარგულებაში ყველა უძლიერესი კალათბურთელია.

საბერძნეთის ნაკრები

კოსტას სლუკასი, დიმიტრიოს კაციველისი, ვასილის ტოლიოპულოსი, ტაილერ დორსი, იანულის ლარენძაკისი, კოსტას პაპანიკოლაუ, პანაიოტის კალაიცაკისი, იანის ანტენტოკუმპო, თანასის ანტენტოკუმპო, კოსტა ანტენტოკუმპო, ალექსანდროს სამოდუროვი, დინოს მოტოღლუ

ცნობისათვის, ბერძნებთან საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის III ტურში ითამაშებს და მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი, 28 და 30 აგვისტოს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებსა და იტალიელებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპიტანი გუნდს შეუერთდა | საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩავიდა
კაპიტანი გუნდს შეუერთდა | საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩავიდა