გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი პორტუსთან ძირითადში იქნება | სპორტინგის გადაწყვეტილება

პორტუგალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ უპრინციპულესი მატჩი ელოდება და „პორტუს“ დაუპირისპირდება. A Bola-ს ინფორმაციით, ჰიდემასა მორიტა, რომელმაც „ნასიონალთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, „დრაკონებთან“ ვერ ითამაშებს და ძირითადში ქართველი ნახევარმცველი დაიწყებს.

A Bola-ს ცნობით, „სპორტინგი“ დამატებითი ზომების მიღებასა და სიფრთხილის გამოჩენას აპირებს. მორიტა ტრავმიანი ფეხბურთელია და „ლომებს“ სურთ, ის მოედანს მაშინ დაუბრუნდეს, როდესაც ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნება.

„მორიტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ ტრავმის რეციდივის რისკი არ იარსებებს, რაც ამ მომენტისთვის პრაქტიკულად გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, მორიტას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ქოჩორაშვილი გამოჩნდება,“ - წერს პორტუგალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „პორტუსა“ და „სპორტინგის“ დაპირისპირება 30 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება. „ლომები“ მასპინძლის რანგში იქნებიან და ამ მატჩის შემდეგ, „ქოჩორა“ სანაკრებო პაუზაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
არველაძეს მცველის ყიდვა უნდოდა | უთხრეს, რომ ტრავმა აქვს, არადა არაფერი სჭირს
არველაძეს მცველის ყიდვა უნდოდა | უთხრეს, რომ ტრავმა აქვს, არადა არაფერი სჭირს