ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს გარდა სტერლინგსაც აკვირდებიან | ბეშიქთაშის სატრანსფერო გეგმები

ზურიკო დავითაშვილის მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. „სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია „ბეშიქთაშს“ უკავშირებენ, თუმცა თურქებს „მწვანეებისთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

„ბეშიქთაში“ რამდენიმე გარემარბის ვარიანტს განიხილავს და ინგლისური პრესის ინფორმაციით, კლუბის ყურადღების ცენტრში „ჩელსის“ ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი მოექცა. როგორც Caughtoffside წერს „ბეშიქთაშის“ ინტერესი სერიოზულია და „შავ-თეთრები“ „არისტოკრატებს“ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან.

„ჩელსი“ ინგლისელი გარემარბის გასაშვებად მზადაა, მაგრამ მის სანაცვლოდ 20 მილიონ სტერლინგს ითხოვს. „ბეშიქთაშის“ გარდა, რაჰიმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ფულემი“ და „ვესტ ჰემი“ აკვირდებიან. ბოლო ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, დავითაშვილის „ბეშიქთაშში“ ტრანსფერის შანსები იკლებს და თურქები ალტერნატიულ გამოსავალს ეძებენ. ზურიკოზე სხვა ჯერჯერობით არაფერი იწერება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. დავითაშვილმა ახალ სეზონში „სენტ-ეტიენის“ სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა