3 ოქრო და 4 ბრინჯაო - საქართველოს ნაკრების ტრიუმფი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იტალიაში დასრულებულ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 135 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
რევაზ ლაშხის გუნდიდან ოქროს მედალოსნები ალექსანდრე რუსიტაშვილი (72კგ), ანრი ფუტკარაძე (77კგ) და ლუკა კოჩალიძე (87კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლებს კობა ქარუმიძე (55კგ), ვახტანგ ლოლუა (60კგ), ანრი ხოზრევანიძე (67კგ) და საბა ფურცელაძე (130კგ) დაეუფლნენ.