„ჯუჯას მარტივად დავაფინიშებ“ - პიმბლეტი სამომავლო გეგმებზე
პედი პიმბლეტსა და ილია თოფურიას კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, თუმცა UFC 317-ის მთავარი ბრძოლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც ქართველმა „ელ მატადორმა“ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში მარტივად დაანოკაუტა, პედისა და ილიას შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. როგორ აპირებს უძლეველ ქართველ ჩემპიონთან გამკლავებას და რა უპირატესობა აქვს თოფურიასთან მიმართებაში, ამის შესახებ პიმბლეტმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
რას ამბობს პიმბლეტი
არაერთხელ აღვნიშნე და ამჯერადაც გავიმეორებ - ბევრი ფიქრობს, რომ ილია თოფურია ოქტაგონში უბრალოდ გამანადგურებს, მაგრამ როდესაც საქმე გაბარიტებს შეეხება, ყველაფერი იცვლება. ის ჯუჯაა და მარტივად დავაფინიშებ, რაც ოქტაგონზე ასვლის შემდეგაც ვუთხარი. რაც შეეხება ჩემსა და ჯასტინ გეიჯის შორის გასამართ შესაძლო ორთაბრძოლას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აგვისტოში შეხვედრის ჩანიშვნას ახლა ივლისში დავთანხმდებოდი, ნამდვილი სულელია და კარგად არ მიცნობს.
ცნობისათვის, პრესაში დაიწერა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დრიკუს დუ პლესიმ განაცხადა, რომ მისი და ხამზატ ჩიმაევის ბრძოლის ქარდზე, აგვისტოში, პიმბლეტი-გეიჯის შეხვედრაც შედგებოდა, რაც როგორც ნახეთ, ლივერპულელმა სპორტსმენმა კატეგორიულად უარყო.