მეტ ბრაუნი: თოფურია ახლოსაა იმასთან, რომ ჯონსს შეადარონ
UFC-ის ვეტერანმა მებრძოლი, მეტ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ჯონ ჯონსის სიდიადის დონეს მიუახლოვდა.
„თოფურია ახლოსა იმასთან, რომ ის ჯონ ჯონსს შეადარონ. თუ ის არმან ცარუკიანს დაამარცხებს ან მახაჩევი მსუბუქ წონაში დაბრუნდება და ისინი შეხვდებიან, ჩვენ სერიოზულად დავიწყებთ ამ თემაზე ლაპარაკს. თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს, მაშინ ილიას შეუძლია მის წონაში თავად ავიდეს. ამის შემდეგ, ჩვენ ნამდვილად დავიწყებთ პარალელების გავლებას, მაგრამ თუ ის პედი პიმბლედთან იჩხუბებს, მაშინ უკან გადადგამს ნაბიჯს. არ მინდა იმის თქმა, რომ პედი სუსტია, მაგრამ ვხვდებით, რომ მისი დამარცხება არაა საკმარისი { არგუმენტი სიდიადისთვის}. ყველა შემთხვევაში, მას მოუწევს, ტოპ მოწინააღმდეგეეებს დაუბრუნდეს და ამის ნახვა ახლავე მინდა. თუ ილია ცარუკიანს დამარცხებს, ეს სერიოზული განაცხადი იქნება“, - თქვა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს, „ელ მატადორი“ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. UFC 317-ის მთავარ მოვლენაში, ის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და „დუ ბრონქსი“ პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.
1 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ თოფურიამ მახაჩევს გადაუსწრო და UFC-ის P4P რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.