ESPN: მამუკელაშვილი NBA-ში დარჩა, ცნობილია მისი ახალი გუნდი
დღეს ცნობილი გახდა, რომ სანდრო მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა და მას ნებისმიერ გუნდში შეეძლო კარიერის გაგრძელება.
ბოლო პერიოდში, ქართველ კალათბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ ბერძნულ პანათინაიკოსს, თუმცა სანდრომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
ESPN-ის ჟურნალისტი და NBA-ს გამორჩეული ინსაიდერი შემ შარანია სოციალურ ქსელ X-ზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ მამუკელაშვილი კარიერას ტორონტო რეპტორსში გააგრძელებს. სანდრო 2-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და ის ჯამში 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გახანგრძლივება თავად სანდროს სურვილზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამუკელაშვილმა მონაწილეობა 61 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 11.2 წუთს ატარებდა. მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 6.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 0.3 დაფარება, 0.3 ჩაჭრა და 0.8 შედეგიანი გადაცემა.
Free agent F/C Sandro Mamukelashvili has agreed to a two-year, $5.5 million deal with the Toronto Raptors, plus a second year player option, sources tell ESPN. George Roussakis and Mark Bartelstein of @PrioritySports negotiated the new deal with the Raptors. pic.twitter.com/4GWqWrdVUm
— Shams Charania (@ShamsCharania) July 1, 2025