გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

გოგა ლებრონისა და დონჩიჩის გუნდში? | ლეიკერსი ორლანდოს დაუკავშირდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს. ლებრონ ჯეიმსისა და ლუკა დონჩიჩის გუნდს ცენტრის დამატება სურს და ერთ-ერთი, ვინც მისი ინტერესის სფეროში მოექცა, „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძეა.

Clutchpoints-ის ჟურნალისტის, ბრეტ სიგელის ცნობით, „ლეიკერსი“ „ორლანდოს“ დაუკავშირდა და ბითაძისა და უენდელ კარტერ ჯუნიორის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ლოს ანჯელესებს სურდათ, გაეგოთ, რა იყო საჭირო, რათა „მეჯიქს“ ბითაძის ან კარტერ ჯუნიორის გაცვლაზე თანხმობა ეთქვა.

„ორლანდოს“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიგელი „ლეიკერსის“ სხვა სამიზნეებსაც ასახელებს. ლოს ანჯელესელები ნიკ კლექსტონის, უოკერ კესლერის, ნიკ რიჩარდსის, ივ მისის, დეანდრე ეიტონისა და რობერტ უილიამსის დამატებასაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ რეგულარულ სეზონში 70 შეხვედრა ჩაატარა და გოგას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება, 0.7 ჩაჭრა. „ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი, ჯამალ მოზლი ქართველ კალათბურთელს პლეიოფში არ ენდობოდა და „ბოსტონთან“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მიუცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემეტრიუს ჯონსონი: 3-4 ბრძოლის შემდეგ თოფურია MMA-ს დატოვებს
დემეტრიუს ჯონსონი: 3-4 ბრძოლის შემდეგ თოფურია MMA-ს დატოვებს