ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თოფურია დივიზიონის მეფე არ არის“ - პიმბლეტის მწვრთნელი

ყველა არ არის მზად, რომ UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში გამარჯვებული ილია თოფურია, მსუბუქ წონაში უპირობო საუკეთესოდ დაასახელონ. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება (და რა გასაკვირია) პედი პიმბლეტის მწვრთნელი პოლ რიმერი.

რიმერმა Submission Radio-სთან ინტერვიუში ილიას შესახებ ღიად ისაუბრა. ის მსუბუქწონაში საუკეთესოდ თოფურიას არ მიიჩნევს.

„თუ არჩევანი გვექნებოდა ორ მებრძოლს შორის - ილია და ისლამი - მახაჩევთან შეხვედრის ბევრად მეტი შიში მექნებოდა.

ისლამი, ჩემთვის, დივიზიონის მეფეა - დაუმარცხებელი და სრულყოფილი. ის უდავოდ მსუბუქ წონაში მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი“.

პულვერი სხვა აზრზეა

UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა და მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, იენს პულვერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მას სჯერა, რომ ილიას ქვესაშუალო წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია.

„ვამბობდი, რომ ილია თოფურია ოლივეირას დაანოკაუტებდა. ის ისლამსაც დაანოკაუტებს. დაიმახსოვრეთ, მახაჩევთან ავა და დაანოკაუტებს. ესაა ილიას მიზანი. მან არა მხოლოდ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა, არამედ სერიოზული ზიანიც მიაყენა, გონება დააკარგვინა. თოფურიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ ილიას მიღწევებით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერია“ - დოლიძე
„ვამაყობ ილიას მიღწევებით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერია“ - დოლიძე