ვინ მოიგებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს | Opta-ს ახალი პროგნოზი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა დარჩენილი გუნდების შანსები შეაფასა.
ცნობილი სტატისტიკური პორტალის შეფასებით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი „ჩელსის“ აქვს. კერძოდ, „არისტოკრატების“ გამარჯვების ალბათობა 26,8%-ია.
მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენია“ - პარიზელების მოგების შანსი 24,9%-ია, მადრიდის „რეალს“ კი გამარჯვების ალბათობას 16,9% აქვს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური ეტაპი 4 ივლისს დაიწყება და პირველ წყვილში, საუკეთესოს ვინობას „ფლუმინენსე“ და „ალ-ჰილალი“ გაარკვევენ. მათი გამარჯვებული „პალმეირასისა“ და „ჩელსის“ წყვილის მოგებულზე გავა.
სატურნირო ბადის მეორე მხარეს, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება გველოდება. მათი გამარჯვებული „რეალისა“ და „დორტმუნდის“ წყვილის საუკეთესოს შეხვდება.
გეტყვით ასევე, რომ წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველად ტარდება ახალი ფორმატით - ზაფხულში და მასში 32 გუნდი მონაწილეობს.