„500 მილიონი დოლარი მინდა“ - ფიური მზადაა, UFC-ში იჩხუბოს
ყოფილმა ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ რინგზე დაბრუნების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.
მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა აღიარა, რომ უპირატესობას UFC-ში ჩხუბს მიანიჭებდა, ოღონდ თუ ორგანიზაცია მას ფულს გადაუხდის.
„როგორია ფასი? 30 მილიონი ჩემთვის ხურდაა. 500 მილიონი დოლარი მინდა“, - თქვა ფიურიმ.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ბრიტანელმა კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა.
ფიურის ბოლო ბრძოლა გასული წლის ბოლოს, ოლექსანრ უსიკთან ჰქონდა, რომელმაც ის ზედიზედ მეორედ დაამარცხა.
გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთ მებრძოლს არ მოუპოვებია, თუმცა რიგ ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა.
ფიურიმ კარიერის განმავლობაში 37 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 34 გამარჯვება მოიპოვა.