გიორგი კორსანტია
Aa
Aa

სუპერლიგის MVP ესპანეთში - კორსანტიამ ქუთაისი დატოვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გასული სეზონის MVP გიორგი კორსანტია კარიერას ესპანეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ „გიპუზკოაში“ განაგრძობს. სან სებასტიანის გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა, თუმცა რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 27 წლის ქართველ ლეგიონერთან, ამის შესახებ კონკრეტული ცნობა არ გავრცელებულა.

გასულ სეზონში კორსანტია „ქუთაისი 2010“-ის ღირსებას იცავდა და იმერეთის გუნდთან ერთად როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე საქართველოს თასზე გაიმარჯვა. თავად გიორგი კი საშუალოდ 20 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებდა, რაც არაჩვეულებრივი მაჩვენებელია. კორსანტიას ყველაზე დიდ მიღწევად ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ბულგარეთის „ბალკანთან“ შესრულებული ორმაგი დუბლის (27 ქულა, 11 მოხსნა) შემდეგ, მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ცნობისათვის, „გიპუსკოაში“, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, სხვადასხვა პერიოდში სამ ქართველ კალათბურთელს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ბექა ბურჯანაძესა და დუდა სანაძეს უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა
„გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა