ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტის განაცხადი გამოაქვეყნა
ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯიო სკარიოლომ დაასახელა 15 კალათბურთელი, რომლებიც ევროპის ოთხგზის ჩემპიონებს ევრობასკეტზე წარადგენენ.
ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში შემდეგი კალათბურთელები ითამაშებენ:
ალბერტო აბალდე (რეალი), სანტი ალდამა (მემფის გრიზლისი), დარიო ბრისუელა (ბარსელონა), ლორენცო ბრაუნი (პანათინაიკოსი), ალბერტო დიასი (უნიკახა), ხუანჩო ერნანგომესი (პანათინაიკოსი), ვილი ერნანგომესი (ბარსელონა), სერხიო დე ლარეა (ვალენსია), ჩაბი ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია), ელი ჯონ ნდიაიე (რეალი), ხოელ პარა (ბარსელონა), ხაიმე პრადილია (ვალენსია), ხოსეპ პუერტო (ვალენსია), იანკუბა სიმა (უნიკახა), სანტი იუსტა (სარაგოსა).
ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ ევრობასკეტის შემდეგ სკარიოლო ესპანეთის ნაკრებს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე კონტინენტის ოთხ ქვეყანაში, კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ევრობასკეტზე ესპანეთი საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება. ესპანელების გარდა, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი C ჯგუფში კვიპროსს, საბერძნეთს, ბოსნიას და იტალიას შეხვდება.