მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ფანმა კინაღამ დამანოკაუტა“ | გადმოვარდნილი ქომაგები და მერაბის რეაქცია

UFC 316-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „მანქანამ“ დომინანტური გამოსვლა აჩვენა და „შუგა“ მახრჩობელა ილეთით, მესამე რაუნდში დაამარცხა.

ჩხუბის დაწყებამდე, მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც ბევრის ყურადღების მიღმა დარჩა. როდესაც დვალიშვილი ოქტაგონისკენ მიემართებოდა, დამცავი ბარიერი ჩამოიშალა და რამდენიმე გულშემატკივარი ტრიბუნებიდან გადმოვარდა. ისინი კინაღამ მერაბს დაეცნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ქართველი მებრძოლი არ დაშავებულა.

„ძალიან სასაცილოა. როდესაც ოქტაგონისკენ მივდიოდი, ხალხი ცდილობდა, შემხებოდა და შემდეგ, როდესაც ბარიერი ჩამოიშალა, კინაღამ დამანოკაუტეს. დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა კედელთან მიმიყვანა, მე კი ვამბობდი, მებრძოლი ვარ, მებრძოლი ვარ, გამიშვით-მეთქი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა და არავინ დაშავებულა“, - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი ზედიზედ მეორე დაიცვა. პირველად მან ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გააკეთა და რუსი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN: დებატები მორჩა, დვალიშვილი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა
ESPN: დებატები მორჩა, დვალიშვილი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა