ლუჩიანო სპალეტი
Aa
Aa

„პრეზიდენტს უნდა შევხვდე“ - სპალეტი რთულ სიტუაციაშია

ლუჩიანო სპალეტის და მის მომზადებულ იტალიის ნაკრებს საკმაოდ რთული დრო უდგას - „სკუადრა აძურამ“ გუშინ ნორვეგიიის ეროვნულ გუნდთან სტუმრად სამარცხვინოდ, 0:3 წააგო, რის გამოც ბუნებრივია, როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელები სპორტული მედიის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს. სპალეტის კი პრესკონფერენციაზე თავის მართლება მოუწია და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინაც ახსენა.

ლუჩიანო სპალეტი

იტალიის ნაკრები ნორვეგიელებთან მატჩში მოედანზე არ იყო. ინდივიდუალური თვალსაზრისით ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. თუმცა, არ შეიძლება იმის არშემჩნევაც, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ - ეს ფეხბურთელები ხომ ჩემი შერჩეული იყო.

აუცილებლად მჭირდება უახლოეს მომავალში ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი - მსურს გავიგო, რა განზრახვები აქვს და რას ფიქრობს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ვიღებ. კი, მე შევარჩიე ეს შემადგენლობა, რადგან ამ მოთამაშეების ხარისხში დარწმუნებული ვიყავი.

თუმცა, უნდა დავფიქრდე - ღირს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელების თამაში, რომელთა თამაშგარის ხაფანგში შეტყუება მეტოქეს ასე იოლად შეუძლია? მეც და ამ გუნდის თითოეულმა წევრმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა - რაშია პრობლემა და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2014 წელს ითამაშა და მას შემდეგ ორი მუნდიალის, 2018 და 2022 წლების პირველობების გამოტოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - გასპერინიმ რომა ჩაიბარა
ოფიციალურად - გასპერინიმ რომა ჩაიბარა