ოსიმენმა ალ-ჰილალის წინადადება მიიღო - ნაპოლი €75 მილიონს ითხოვს
ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას დათანხმდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლიმ“ „ალ-ჰილალის“ წინადადება უარყო, რომელიც ნიგერიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იყო.
როგორც ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო წერს, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა თავად ნეაპოლელებთან გარიგება ჯერჯერობით არ არის შემდგარი.
მისი ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონები „ალ-ჰილალისგან“ 75 მილიონს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი იჯარით „გალათასარაიაში“ თამაშობს და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 30 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
გეტყვით ასევე, რომ „ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად „ინტერის“ ყოფილი თავკაცი, სიმონე ინძაგი დაინიშნა.